არჩევნების მეორე ტურზე ყველაზე მაღალი აქტივობა

იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა. 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი 21-ე ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში მივიდა. ამომრჩევლების რაოდენობა 14 901-ს შედგენდა, რაც საერთო ამომრჩევლის 11, 4 %-ია. 

21-ე ოლქში საარჩევნო ბიულეტინში “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები კახა გეწაძე და ბეჟან წაქაძე არიან წარმოდგენილი. პირველ ტურში შედეგები ასე გადანაწილდა: ბეჟან წაქაძემ ხმების 49, 77 % მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ 26, 99 %.

ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში – 6.2%, ჯამში  8 321 ამომრჩეველი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *