6 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სპექტაკლის ,,მედეა” პრემიერა გაიმართება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 2018 წელს გამოიცა კრებული, რომელშიც შესულია 12 თანამედროვე ქართველი მწერლის მიერ შექმნილი 21 ზღაპარი იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ამ სეზონზე უკვე მეორედ, ქალთა ორგანიზაციისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში იდგმება სპექტაკლი.

 

ამჯერად იხილავთ დადგმას კოლხ მედეაზე, რომელზეც პირველად კლასიკური ათენის სამ უდიდეს ტრაგიკოსთაგან ერთ-ერთმა, კერძოდ ევრიპიდემ დაწერა პიესა. მას შემდეგ სპექტაკლი არაერთხელ დაიდგა მსოფლიოს უდიდეს თეატრებში.

სპექტაკლების სერია დაიდგმება პროექტის ფარგლებში – „კუტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში“.

პროექტი ხორციელდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით.

ზღაპრის ავტორია: დათო ტურაშვილი.

დამდგმელი რეჟისორი: მაგდა ჩიხლაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *