,,მერია ცრუობს, რომ ქუთაისში 111 გაჩერება რეაბილიტირებულია’’-ირაკლი კიკვაძე

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.


Როგორც ირაკლი კიკვაძე ამბობს, მერიამ მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში 111 გაჩერება არის რეაბილიტირებული, რაც მისი თქმით, ტყუილია და ბევრ ადგილზე მოსაცდელი მოწყობილი საერთოდ არაა. ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერიასა და კომპანია ,,ფორტუნა მედიას’’ შორის 2010 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას გაჩერებების რეკონსტრუქცია და მათზე დამატებითი ინფრასტრუქტურის განთავსება დაევალა, მაგრამ ხელშეკრულების ეს პუნქტი არ შესრულებულა. სამაგიეროდ, ხელისუფლება გაჩერებებს საარჩევნო ბანერების განსათავსებლად ეფექტურად იყენებს, რაც ირაკლი კიკვაძისვე შეფასებით, აჩენს ეჭვს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.

,,ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას გაჩერებებზე ტაბლოიდების მოწყობა, ყავის აპარატებისა და ბანკომატების განთავსება ევალებოდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში მდებარე არცერთ მოსაცდელში ინფარსტურქტურა ამგვარად გამართული არაა. თანხა, რომლის გადახდაც, ამ ხელშეკრულების მიხედვით ,,ფორტუნა მედიას’’ ევალება, მიზერულია და წელიწადში 2000 ლარს შეადგენს. მერია არ გვაწვდის ინფორმაციას, იხდის თუ არა ამ ფულს კომპანია, რის გამოც, ვფიქრობთ, საქმე კორუფციასთან გვაქვს. Ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიზანი სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლა და ინფრასტრუქტურის იმგვარად მოწყობაა, როგორც 21-ე საუკუნის ცივილურ ქალაქს ეკადრება,’’-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ქუთაისში სულ 338 გაჩერებაა.

 

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 22 °C
img
ქუთაისი 15 - 21 °C
img
ბათუმი 18 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 20 °C
img
ფოთი 18 - 22 °C
img
თელავი 17 - 21 °C
img
მესტია 6 - 12 °C
img
ზუგდიდი 16 - 20 °C
img
ბორჯომი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების 75 % აცრილია
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
16:24 / 26.08.2021
ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა ნანო კიკნაძემ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

23:52 / 26.08.2021