ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გოჩა ავალიანი ამომრჩევლებს ფულს ურიგებს
ქუთაისის 15-მდე უბანზე დარღვევები გამოვლინდა. მათ შორის, 123-ე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. - აცხადებს ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გოჩა ავალიანი, რომელსაც აღნიშნული უბანი ჩაბარებული აქვს, ამომრჩევლებს ფულს ურიგებს.
,,გოჩა ავალიანი კორუფციაში დადანაშაულებული ადამიანია, მაგრამ ხელისუფლების დაპირებების შედეგად გააქტიურდა და არღვევს წესებს. გარდა ამისა, დარღვევებია სხვა უბნებზეც: 102-ე უბანზე არ ხდებოდა მარკირების გამოყენება, ე.წ კოვიდ უბნებზე არეული სიით ცდილობდნენ ერთი ადამიანი რამდენჯერმე შეეყვანათ, ასევე გადასატან ყუთზე შეყვანილი არიან ჯანმრთელი პიროვნებები, რომელბიც მიდიან არჩევნებზე. მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: გამოიძიოს აღნიშნული დარღვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში საოლქოში მივალ და იქ მოვითხოვ პასუხს"-ამბობს ხატია დეკანოიძე


FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021