წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია 74.5 მილიონი ლარით ფინანსდება
ბიუჯეტის თანახმად, წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია 74.5 მილიონი ლარით ფინანსდება.

74.5 მილიონი ლარიდან  არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 45 მილიონი ლარი იხარჯება, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 5 მილიონი ლარით ნაკლებია.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ია. 
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6045, გადასატანი ყუთით კი 74550 ამომრჩეველი ისარგებლებს.

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.

დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021