ხატია დეკანოიძე: ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ამომრჩევლებს ფულს ურიგებს

ქუთაისში,37-ე საარჩევნო უბანზე პირმა ყუთში ბიულეტენები ჩაყარა,, -ამის შესახებ ინფორმაციას,,ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაიჭირეს ადამიანი, რომელიც ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ყრიდა.

გარდა ამისა, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს ქუთაისის სხვა უბნებშიც, კერძოდ, 124-ე უბანზე იმყოფება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, რომელიც ამომრჩევლებს ფულს ურიგებს.

,,მივმართავ კობა გაბუნიას: ის ,რასაც აკეთებს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის დაისჯება. მივმართავ უწყებებს: მიაქციონ ყურადღება აღნიშნულ ფაქტს. ,,ქართულ ოცნებას" მაინც ვერაფერი უშველის, გამარჯვებასთან ახლოს ვართ,"-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.
მისივე ინფორმაციით, ფინანსური რესურსის მობილიზება შეიმჩნევა 95-ე უბანზეც, ხოლო მე-19 უბანზე დაფიქსირდა რეგისტრატორის მხრიდან ბეჭდის დარტყმის გამოტოვება და დაიწერა საჩივარი, ამავე უბანზე ამომრჩევლებს აიძულებენ ბიულეტენს სურათი გადაუღონ."

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021