ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი ქუთაისში წინასაწარ შევსებული ოქმის ინციდენტს ეხმიანება და მომხდარს გადაცდომად აფასებს.

“ქუთისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს”, — განაცხადა პრესსპიკერმა,

მისივე თქმით — “ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაშიც.
ჩვენ გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *