არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პირველი ტურის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ხმათა 43.35 პროცენტი მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.49 პროცენტი. შესაბამისად, მეორე ტურში აღნიშნული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება, საკრებულოს მანდატებს, ქუთაისის საკრებულო 25 წევრისგან შედგება, სადაც  ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატები თითქმის თანაბარი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილები.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" საკრებულოში 18 მანდატი ექნება, მათგან 13 წევრი პარტიული სიიდან შედის, ხოლო 5 დეპუტატმა მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა.

დანარჩენი 17 მანდატი სავარაუდოდ, შემდეგნაირად განაწილდება: "ნაციონალური მოძრაობა" – 14 მანდატს მიიღებს, 12 პარტიული სიით ხოლო 2 მაჟორიტარი, გახარია - საქართველოსთვის - 2 დეპუტატით იქნება საკრებულოში წარმოდგენილი, ერთი მანდატის მოპოვება კი გიორგი ვაშაძის პარტიამ -"სტრატეგია აღმაშენებელმა" შეძლო.


2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართა.არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.



ფოტო:პუბლიკა

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021