სკოლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდა, გარე პერიმეტრზე დინსტანციის დაცვა ჭირს

სკოლებში სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლა.

დღეიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში მოსწავლეები ისევ ივლიან. სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის და მათი მშობლებისთვის აღმოჩნდა. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის გარე პერიმეტრზე პირველკლასელთა დიდი ნაკადის გამო დინსტანციის დაცვაც ჭირდა. პირველი სკოლის საინფორმაციო მენეჯერი , ნათია ღოღობერიძე აღნიშნულ ვითარებას პირველ დღეს მშობლების ვნებათაღელვას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სხვა დღეებში პირველკლასელთა ნაწილი მეორე კარიდან შემოვა, რაც მოსწავლეთა დიდ ნაკადს დაარეგულირებს. იმის გასარკვევად, კოვიდ19-ის გავრცელების პირობებში აკმაყოფილებს თუ არა სკოლა ყველა მოთხოვნას და არის თუ არა უსაფრთხო გარემო მოსწავლეებისთვის, ჩვენ პირველ სკოლას ვეწვიეთ, მაგრამ შენობაში არ შეგვიშვეს, რის მიზეზადაც პანდემიამ დაასახელეს. ნათია ღოღობერიძემ რადიო ,,ძველ ქალქთან’’საუბარში განმარტა, რომ სკოლაში ყველა რეგულაცია დაცულია.

,,შემოსასვლელში მოსწავლეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, რომ მოსწავლეებმა შენობაში პირბადე ატარონ. ყოველი ცვლის შემდეგ ოთახებს დეზინფექცია უტარდებათ. გვაქვს სადეზინფექციო ხსნარები, რითაც მოსწავლეები და მასწავლებლები ხელებს დაიმუშავებენ. ოთახებში და დერეფნებში ვაკონტროლებთ დინსტანციას. სველი წერტილები აღჭურვილია თხევადი საპნებით და ერთჯერადი სალფეთქებით, ასევე გვაქვს სატერფულიანი ურნები, რათა ურნას არ შეეხონ,’’-ამბობს ნათია ღოღობერიძე.

ჩვენ ასევე მესამე სკოლაში ვიმყოფებოდით, სადაც თითქმის ყველა მონაკვეთზე განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები და გამოკრულია მისი მოხმარების წესები. სველ წერტილებში დაცულია ჰიგიენა, შემოსასვლელში შესაძლებელია თერმოსკრინინგის გავლა. რაც შეეხება აუდიტორიებს, აქ მერხები ისე იყო განლაგებული, რომ დინსტანცია არ იყო დაცული. როგორც სკოლის დირექტორმა, თამაზ ჭაბუკიანმა გვითხრა, რომ აუდიტორიები მინიმუმ 25 და მაქსიმუმ 29 მოსწავლეზეა გათვლილი.

ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.


 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 6 - 17 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 16 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -2 - 7 °C
img
ზუგდიდი 5 - 15 °C
img
ბორჯომი 1 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021