,,ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება და სამართალი არ არის ’’-ხატია დეკანოიძე
,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზეზებს განიხილავს, ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი სიმდაბლე პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ.

"ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი, მაგრამ გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერმინისტრად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახური და მთელი ქართული ოცნება და ხელისუფლება. სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყევლაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება, ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართავს, რომელიც დღეს გავრცელდა. საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას, შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს. Მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მაგრამ ის არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სამსახურში მყოფი ნებისმიერი ადამიანი. Სირცხვილია, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენეტი, რეგიონში ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი საპყრობილეშია. Მიხეილ სააკაშვილი ცამოვიდა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მომავალი გადაერჩინა და ჩვენ, მთელი ნაციონალური მოძრაობა , სააკაშვილტან ერთად დავასრულებთ ამ რეჟიმს,’’-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ფეისბუქზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. წერილში ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებს განიხილავს. Მთავარ მიზეზად მას სახელმწიფო გადატრიალების გეგმა მიაჩნია.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021