საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრა დაიშვა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრა დაიშვა, თუმცა გარკვეული დათქმებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენებას. 

"საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ-დოზების გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი და დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული ადამიანები", - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის რეკომენდაციას კვლავ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში გასცემენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე და ასევე, აქაც იკვეთება ჯგუფები, რომელთაც სჭირდებათ ხშირი მოგზაურობა ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარეს და მეორე დოზა აქვთ ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება", — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საქართველოში 4 ვაქცინით მიმდინარეობს: სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი და ასტრა-ზენეკა. ამ დრომდე მხოლოდ ვაქცინებით ორჯერადად აცრა იყო შესაძლებელი, ვაქცინაციის საბჭომ კი უკვე დამატებითი, ბუსტერებით აცრაც დაუშვა.

 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 19 °C
img
ბათუმი 13 - 18 °C
img
სოხუმი 12 - 17 °C
img
ფოთი 13 - 18 °C
img
თელავი 5 - 14 °C
img
მესტია 0 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 19 °C
img
ბორჯომი 3 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021