გიორგი გახარიას განცხადებით, არცერთ მუნიციპალიტეტის დონეზე ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციის შექმნას არ აპირებენ.

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არცერთ მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც ოცნებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის”, — თქვა მან.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა  ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია ფორმატში სამმხრივი მოლაპარაკება შესთავაზა, რომლის მიზანიც დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღებაა.

“ჩვენ ვთავაზობთ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების, საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღება. ჩვენ მზად ვართ უპირობოდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, უპირობოდ დავეთანხმოთ ამ ფორმატში შერჩეულ ნებისმიერ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი”,  – განაცხადა “საქართველოსთვის”  პარტიის ლიდერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *