საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება

საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება.



პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ საქართველოში ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს. სპეციალურად ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. ამისთვის მნიშვნელოვანია საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით ვადაგასული სურსათის გადაცემა არ დაიბეგროს, რა მიმართულებითაც კანონმდებლობა შეიცვლება.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანის თქმით,  შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე მუშაობა ორ კვირაში დაიწყება, ხოლო უკვე 2022 წლის ბოლოს საქართველოს ექნება გამართული საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, განახორციელოს იმ პროდუქტის დონაცია, რომლის გაყიდვა, შენახვის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელი არ არის, მაგრამ ადამიანისთვის უსაფრთხოა.


,,აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს, რომ მოხდეს სურსათის მარაგების სწორი მართვა და განაწილება. სურსათის ბანკის შექმნა არის მისი ერთ-ერთი კომპონენტი. ჯერჯერობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორ უნდა დალაგდეს იმგვარად, რომ სუპერმარკეტების და სარესტორნო მიმართულების კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი და სურვილი, ამ ინიციატივაში სწორად ჩაერთონ. გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად, გავაკეთეთ კვლევა, რას გულისხმობს სიახლე და რა რაოდენობის სურსათი რჩება მოხმარების მიღმა, რომელიც მართვას საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანია, რათა საკვები ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. გარდა ამისა, იგი ბიზნესისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდა ჩანაწერი, რომ საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით გადაცემაც ჩვეულებრივ იბეგრებოდა. შესაბამისად, კანონმდებლობის დონეზე მოხდება ცვლილება. გვინდა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს და მოსახლეობასაც გავუზარდოთ წვდომა სურსათზე, რასაც ეს ინიციატივა ემსახურება", - აცხადებს ხატია წილოსანი.

მისი ინფორმაციით, სურსათის ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა  და მსოფლიო სასურსათო პროგრამის  მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 20 ქვეყანაში მცხოვრებ 35 მილიონამდე ადამიანს მომდევნო თვეების განმავლობაში შიმშილის საფრთხე ემუქრება. ამის გამომწვევ ძირითად მიზეზად სპეციალისტები კორონავირუსის პანდემიას, კლიმატის ცვლილებასა და შეიარაღებულ კონფლიქტებს ასახელებენ.

ამის პარალელურად კი, როგორც ცნობილია, ყოველწლიურად 1,3 მილიარდი ტონა საკვები იყრება და იკარგება მსოფლიოში, რაც დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს გამოკვებავდა.

რაც შეეხება საქართველოს, სურსათზე ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. 622 266 ადამიანი სახელმწიფოს დახმარების იმედადაა. გაეროს არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ ათასობით ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, ბავშვები. ოფიციალური მონაცემით, ყოველწლიურად დაახლოებით 900 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 700 ათასი ტონა მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ხვდება, საიდანაც 40% სწორედ ორგანული ნარჩენია, რომლის უდიდესი ნაწილი საკვებია.

 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021