ქუთაისის ქუჩებში წარწერები “თავისუფლება მიშას” ამ დილით გამოჩნდა.

მოწოდებები ძიროთადად ქალაქის ცენტრში მერიის, პირველი სკოლის, მესამე სკოლის, ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიებზე, გაჩერებებსა და გადასასვლელებზე იყო დატანილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კახა კვეკვესკირმა, რადიო “ძველ ქალაქს” უთხრა, რომ წარწერები პარტიის და რამდენიმე არასამთავრობოს ერთობლივი იდეაა, კონკრეტული შემსრულებლების დასახელებისგან კი თავი შეიკავა, რადგან იდენთიფიცირების გამო, შესაძლოა ისინი დააჯარიმონ.

წარწერები “თავისუფლება მიშას” დასუფთავების სამსახურმა უკვე წაშალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *