ქვეყნის მასშტაბით 68 საოლქო საარჩევნო კომისიამ, იმ საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა, სადაც ამ მოთხოვნით საჩივრები იყო წარდგენილი.

ჯამში, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, კომისიების წევრებმა შედეგები 258 უბანზე დათვალეს.

შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საკუთარი ინიციატივით საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.

საერთო ჯამში, 9 ოქტომბრამდე გადათვლილია 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა.

9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე.

ამ დროისთვის, ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *