საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება.


12 წლიდან ვაქცინაცია დასაშვები იქნება იმ მოზარდებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. იმუნიზაციის პროცესში ბავშვების ჩართვა მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინით იქნება შესაძლებელი.


“12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *