10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა
10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა.

აქედან 360 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზეა გადათვლილი, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანმა საზოგადოებას საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის პროცესთან დაკავშირებით ცესკოს განცხადება გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნული უბნები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლინდა.

"ამ მონაცემებიდან, გამოიკვეთა, რომ 66,7%-ში არ დაფიქსირდა ცვლილება, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები; რასაც არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. 194 საარჩევნო უბნის მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს.

257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადამოწმდა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ რეკომენდაციის სახით გააცნო საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიებს.
| Print |