,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე,''-მიხეილ სააკაშვილი
"ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", — ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.

"მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", — ნათქვამია წერილში.

Მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. Მისი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. Მას აქვს დაავადება, რომელიც შეუთავსებელია შიმშილთან. 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021