ღარიბაშვილი - როცა ადამიანი ამბობს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  ისაუბრა.
ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გავრცელებულ ინფორმაციებს "ცირკი და შოუ" უწოდა, რომლის მიზანიც "ტემპერატურის აწევაა".


"სრული პასუხისმგებლობით ამ ინფორმაციას გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ და რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს — ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, რაიმენაირად ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად",— განაცხადა მან.

კითხვაზე, ამბობს, თუ არა პრემიერმინისტრი, რომ სააკაშვილი ავად არ არის, ის პასუხობს, რომ ამას არა თავად, არამედ პენიტენციური სამსახური ამბობს.

"გუშინ გაავრცელა განცხადება [უწყებამ], რომ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და დამაკმაყოფილებელი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ერთი. ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ", — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილმა თაფლის და წვენის მიღებაც შეწყვიტა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი თაფლს საპყრობილის დაცვის თანამშრომლების რეკომენდაციით იყენებდა და თითო კოვზს ჩაიში დებდა.

კითხვაზე, საიდან იცის, რომ სააკაშვილმა ამდენი თაფლი ჭამა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ განცხადებას ეყრდონაბ..

"შესაბამისმა სამსახურმა ამაზე ინფორმაციაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით, საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით შვიდი კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო თაფლი, აქედან გამომდინარე შეეშვით ამ ტყუილებს", — განაცხადა ი. ღარიბაშვილმა

.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021