პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, 1-ელ ოქტომბერს “ბიძინაობა” ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის კონტექსტში ახსენა.

ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი ოქტომბერი ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა.

“ოპონენტებს მინდა შევახსენო, 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინაობა ეს არის საყოველთაოდ ცნობილი დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე ვახსენე აღნიშნული თარიღი ბიძინობა და სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე”, – ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი. 

1-ელ ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა.

“დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღვანდელი დღე. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს”, – თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *