საქსტატი - სექტემბერში ექსპორტის წლიური ზრდა 12,8% იყო


საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.



დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე $374 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

უფრო მეტად - 23.4%-ით გაიზარდა იმპორტი, რამაც სექტემბერში 926 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა 176 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება მთლიანად სამი კვარტლის შედეგებს, ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტი 2.98 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. იმპორტი კი 7.03 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21.6%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება და გავიგებთ, უშუალოდ რა დასახელების საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.

 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 3 - 13 °C
img
მესტია -3 - 6 °C
img
ზუგდიდი 6 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021