"ლელო" ცაგერში ექსპრემიერის პარტიის კანდიდატს ბესარიონ პენდელიანს დაუჭერს მხარს


პარტია "ლელო" ცაგერში ექსპრემიერის პარტიის კანდიდატს ბესარიონ პენდელიანს დაუჭერს მხარს.


ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გუშინ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, "ლელომ"  ეს გადაწყვეტილება კონსულტაციებისა და წინაპირობების გარეშე მიიღო. 

"ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია. პიროვნული ამბები გაირკვევა და დამალული არაფერი არ იქნება და ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც ქვეყნის მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა მქონდა.

"ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართულ ოცნებას" გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ", – განაცხადა ხაზარაძემ.

30 ოქტომბერს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და "ქართული ოცნების" კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი.

 

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 6 - 14 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 15 °C
img
სოხუმი 8 - 16 °C
img
ფოთი 10 - 17 °C
img
თელავი 7 - 13 °C
img
მესტია -2 - 6 °C
img
ზუგდიდი 4 - 16 °C
img
ბორჯომი 3 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ,,ორი ნაბიჯის’’ თანამშრომლები გაიფიცნენ
ქუთაისში მაღაზიათა ქსელ ,,ორი ნაბიჯის’’ დისტრიბუტორები და მძღოლები გაიფიცნენ.
13:40 / 06.10.2021
გაპონოვის ქუჩაზე დაგროვებული აირის შედეგად სახლი ჩამოინგრა

ქუთაისში გაპონოვის 3 ნომერში დილის 6 საათზე დაგროვებული აირის გამო სახლი ჩამოინგრა.

11:18 / 04.10.2021
ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ გვაქვს - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს არ გაუცია.

17:03 / 18.10.2021
პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რა ფინანსური ზარალიც შესაძლოა ქვეყანას დაეკისროს "- ვარლამ გოლეთიანი

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ ზარალზე, რასაც ხელშეკრულების შეწყვეტით ბიუჯეტი მიიღებს. გოლეთიანი აღნიშნავს, რომ ჰესის აშენების პირობებში ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა.

20:25 / 22.09.2021