პარტია “ლელო” ცაგერში ექსპრემიერის პარტიის კანდიდატს ბესარიონ პენდელიანს დაუჭერს მხარს.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გუშინ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, “ლელომ”  ეს გადაწყვეტილება კონსულტაციებისა და წინაპირობების გარეშე მიიღო. 

“ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია. პიროვნული ამბები გაირკვევა და დამალული არაფერი არ იქნება და ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც ქვეყნის მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა მქონდა.

“ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, “ქართულ ოცნებას” გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

30 ოქტომბერს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და “ქართული ოცნების” კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *