ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყება - ქუთაისის მერია

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი დასრულდა.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალე ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სატენდერო პირობების თანახმად, მათი სრული რეაბილიტაცია მოხდება.

ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.  ტენდერის შედეგის მიხედვით, სამუშაოებს ბრიტანია ქონსთრაქშენი 673 821 ლარად შეასრულებს.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია კი მოიცავს ობიექტის დაზიანებული ელემენტების აღდგენას. აღდგება განათების სისტემა, დაზიანებული მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრო მომარაგების სისტემა. 
სამუშაოებს შპს "დავითი" 527 000 ლარად შეასრულებს. 

| Print |