საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისიდან ავტოკოლონა მიემართება.

აქციას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან უერთდებიან. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

,,უამრავი ადამიანი მოდის აქციაზე, გუშინ ჩვენს შტაბში არ წყდებოდა აქციაზე წამოსვლის მსურველთა რიცხვი. Მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ისეთი ადამიანებიც მოდიან, რომლებიც აქციაზე არასდროს მდგარან. ეს არის ბრძოლა არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ ქვეყნის თავისუფლებისათვისაც. დროა თითოეული ჩვენგანი დავფიქრდეთ, რა ელის ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში, როცა პოლიტიკური ნიშნით ასამართლებენ ადამიანებს,’’-აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 18:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *