Მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის იდეების მიღება 15 ოქტომბერს დასრულდება.

იდეების რეგისტრაცია ideakutaisi.ge-ზეა შესაძლებელი. პროექტი საშუალებას აძლევს ქუთაისში მცხოვრებლებს დაარეგისტრირონ ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებული იდეები. მოქალაქეთა მიერ ინიცირებული იდეები უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს:

ინფრასტრუქტურა

განათლება

სოციალური სფერო

ახალგაზრდული საქმეები

სპორტი

შშმ პირთა საჭიროებები

ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სხვა საკითხები

პროექტის ბიუჯეტი 100 ათას ლარს შეადგენს, თითოეული იდეის განხორციელება არ უნდა აღემატებოდეს 25 ათას ლარსს. სულ 4 იდეა დაფინანსდება.

წარმოდგენილი იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას;

საპროექტო განაცხადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში; იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის ავტორის მიერ მითითებული ლოკაცია სცდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს და ამავე დროს, იდეის განხორციელება არსებითი ცვლილების გარეშე შესაძლებელია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, საბჭოს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება იდეის ავტორთან წინადადების სათანდო მოდიფიკაციისთვის;

იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო განაცხადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;

არ უნდა შეეხებოდეს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირად ინტერესს;

პროექტის ზედამხედველობას ახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების კომისია. კომისია შედგება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისგან.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *