დღეს ქუთაისში მოწამეთობა აღინიშნება.

მართმადიდებელი მრევლი არგვეთის მთავრების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

სახალხო დღესასწაული, ყოველწლიურად, მოწამეთის ტაძარში იმართება. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მართმადიდებლები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *