კორონა ვირუსის მე-5 ტალღა საქართველოში-შესაძლოა, რეგულაციები ისევ გამკაცრდეს
საქართველოში კორონა ვირუსის მეხუთე ტალღა დაიწყო. სპეციალისტები შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრობენ. ისინი მოქალქეებს რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

,,ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი მატების გამო საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას რეკომენდაციები. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავლობისა და სარიტუალო ღონისძიებებში მონაწილეობისგან. ასევე უნდა გვქონდეს სტაბილური ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდსიტუაციის მართვა შეუძლებელი იქნება. არაა გამორიცხული, გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა დადგეს,’’-აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი.




| Print |