პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით,

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე საჭიროა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე. მისივე თქმით, თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ გამოიღო, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული და რისკ ჯგუფების ნიშნით სავალდებულო აცრისთვის.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ანტივაქსერები ცნობადი სახეები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხდებიან. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ორსაუკუნეზე მეტია აცრაზე უკეთესი საშუალება ინფექციური დაავადების წინააღმდეგ არავის არ მოუგონია. შეზღუდვები პანდემიის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს. სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციილად ჟღერდეს – უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკ ჯგუფების სავალდებულო აცრისთვის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *