"საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის!" - ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

"საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის!" - ამ ლოზუნგით დღეიდან საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად "ვაქცინაციის მარათონი" დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო, სწორედ ამ მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ მარათონს და გთხოვთ მასში მონაწილეობას. ამ ომში დღეს ყველანი საქართველოს სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებსაც გვაქვს შესაძლებლობა ავიცრათ ერთმანეთისთვის და გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ვიდეო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კი ვაქცინაციის მარათონში საქართველოს 49 სოფელი და რაიონული ცენტრია ჩართული. მასში ჩართვა კი მოქალაქეებს სოფლებიდანვე შეეძლებათ. პოროგრამის მიზანი ჯამში 150 000 ადამიანის მოცვაა.

| Print |