ქუთაისში ,,ერისიონის'' კონცერტისთვის ემზადებიან
22 სექტემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,ერისიონი" კონცერტი გაიმართება. სცენის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ,,ერისიონის" კონცერტები გაიმართა მესტიაში, ოზურგეთსა და ახალციხეში. 24 ოქტომბერს კონცერტი ზუგდიდში გაიმართება.






| Print |