ფასადების საკითხი მოსაწესრიგებელია და რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება - იოსებ ხახალეიშვილი

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ფასადების რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება.
მისი თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება  ქალაქის ცენტრში მდებარე, ფალიაშვილის #35 ბინის რეაბილიტაცია.

ქალაქის მერობის კანდიდატი ფეისბუქ ლაივში ამბობს, რომ მრავალბინიანი სახლების სართულებსა და აივნებზე თვითნებური ცვლილებები დიდ სირთულეს წარმოადგენს.


"ჩვენ დავიწყეთ ფასადების რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე მდებარე ორ ბინასა და ავტომშენებლის ქუჩაზე ოთხ ბინაზე, ეს არის პირველი ეტაპი, ასევე იგეგმება ახალგაზრდობის გამზირზე, 101 ნომრის ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც მართლაც კატასტროფულ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ფასადების რეაბილიტაციის პროექტს გავაგრძელებთ იმიტომ, რომ მოსაწესრიგებელია და ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის იერსახეზე, თუმცა დიდ სირთულეს წარმოადგენს ის თვითნებური ცვლილებები, რომელიც განხორციელებულია მრავალბინიანი სახლების სართულებსა და აივნებზე, რაც ართულებს გარკვეული პროექტების განხორციელებას და ამის არაერთი მაგალითი გვქონია.

ასევე, ფალიაშვილის #35-ში თითქმის დასასრულს უახლოვდება ქალაქის ცენტრში მდებარე ბინის რეაბილიტაცია, ბევრი სამუშაო ჩატარდა და განახლდა როგორც ფასადი, ასევე აივნები და სულ მოკლე ხანში გამორჩეული ფასადი ექნება ამ ბინას", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 7 - 14 °C
img
თელავი 0 - 8 °C
img
მესტია -4 - 6 °C
img
ზუგდიდი 2 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021