„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე - ალეკ ბოლდუინი

„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ცოლის, დედის და ჩვენი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა.
მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე დღეს დილით მომხდარ უბედურ შემთხვევას Twitter-ში გამოეხმაურა.  მსახიობის თქმით, პოლიციასთან სრულად თანამშრომლობს და დაღუპული კოლეგის ოჯახს გვერდით უდგას. 

„ჰალინას ქმართან მაქვს კონტაქტი, მე და ჩემი ოჯახი გვერდში ვუდგავართ“, – წერს მსახიობი.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდელმა მსახიობმა,  ალეკ ბოდუინმა ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსა კი დაიჭრა.

შემთხვევა ვესტერნის ჟანრის ფილმის „Rust-ის“ გადასაღებ მოედანზე, ნიუ მექსიკოში, ქალაქ სანტა-ფეში მოხდა.
| Print |