სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, ექიმ-რეანიმატოლოგი არის მე-18 დაწესებულებაში — ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა.
ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა იმ დასკვნაზე, რომელიც სახალხო დამცველმა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების შემოწმების შემდეგ გასცა.

დასკვნის მიხედვით დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრით თქმით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, თუმცა დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომა იყო. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში და აქ არის ჩართული ქალბატონი ნინო ლომჯარიაც.

რაც შეეხება მის დასკვნას, აქ ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო — ექიმ-რეანიმატოლოგი ამჟამად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში", — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის თქმით, გუშინ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. ციხის საავადმყოფოში და მათი შეფასებით დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.


FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 7 - 14 °C
img
თელავი 0 - 8 °C
img
მესტია -4 - 6 °C
img
ზუგდიდი 2 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021