,,არ განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას''-ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას აგრძელებს.



,,დროას'' ლიდერი ამბობს, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში იქნება. მისი თქმით, გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტისთვის არის იმაზე დიდი საფრთხე, ვიდრე აქამდე იყო.


,,დღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე, ამიტომ არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგრძელებ შიმშილობას.

ერთადერთი რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს.

ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს. თუ მე, ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ არც დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით", - ამბობს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია უკვე მე-7 დღეა შიმშილობს.

 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -2 - 6 °C
img
ქუთაისი 2 - 7 °C
img
ბათუმი 3 - 5 °C
img
სოხუმი 2 - 6 °C
img
ფოთი 3 - 6 °C
img
თელავი -1 - 8 °C
img
მესტია -9 - -4 °C
img
ზუგდიდი 0 - 4 °C
img
ბორჯომი -5 - 1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021