საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე სპეციალისტები ამბობენ, რომ კლინიკების რესურსი, შესაძლოა, მალე ამოიწუროს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, შესაძლოა, მალე საავადმყოფოებში ადგილიც აღარ იყოს.

“მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს პერიოდი არის 5-6 ათასი, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ყოველი 5-6 ათასი შემდგომი კონტაქტები კიდევ უფრო მეტად და მართლაც ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. მაღალ ინფიცირებულთა რაოდენობას ემთხვევა ის, რომ სიკვდილობაც მაღალია. ბევრი არის კრიტიკული, ბევრი არის მძიმე და რა განაპირობებს ამ სიმძიმეს, განაპირობებს ის, რომ უპირატესად არ არიან ვაქცინირებულები. რა თქმა უნდა ამოიწურება კლინიკების შესაძლებლობები თუ ასე გაგრძელდა და ამ რაოდენობით იქნება, იმიტომ, რომ მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო და უკვე ძალიან გაგვიჭირდება,” – აცხადებს მარინა ენდელაძე.

11 ნოემბერს საქართველოში კორონა ვირუსის 4 563 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77.

სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე 2000-მდე ადგილია თავისუფალი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *