მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება:

“როცა შენს “მტერს” ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!”-წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს პალატაში წელზევით შიშველი შეჰყავთ. პალატაში ექსპრეზიდენტი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *