12 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 508, ხოლო გარდაიცვალა — 77 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 4 445 შემთხვევიდან იმერეთში 868 დადასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164 საიდანაც: 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში — 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის იმერეთში – 502.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი, მათგან იმერეთში — 31.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 11 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 272 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 775 826-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 708 820, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 10 816 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *