დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა.

“მე გაკეთებული მაქვს სინოფარმი მაისში, ორჯერ და ახლა იცით, რომ გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, მათ შეუძლიათ ვინც აცრილი არიან სინოფარმი, სინოვაკით, 3-დან 6 თვემდე, ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. ამიტომ, სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო, მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

Მისი თქმით, მომავალი წლისთვის შეკვეთილია კიდევ მეტი „ბუსტერები“ , დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა უკვე გაიკეთა „ბუსტერი“. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც.

ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყანების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა. დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა,’’-ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *