17 ნოემბერს, 10:00 საათიდან დღის ბოლომდე,  ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე გაზმომარაგება შეწყდება.

ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

გაზმომარაგება შეუწყდება ბაქოს(განჯის), აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სამუშაოები გახდა.

აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 ნოემბრის 14:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და დანადგარები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *