კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა,
მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება.

„30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

კინოთეატრები, თეატრები და ოპერები იმ დაწესებულებებს მიეკუთვნება, სადაც „მწვანე პასპორტით“ არის შესვლა შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები შედის ძალაში. მწვანე პასპორტი გაიცემა პირზე, თუ ის ვაქცინირებულია ორჯერ, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
| Print |