კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას სპეციალისტები არ ემხრობიან

1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტების სქემა ამოქმედდება.

მწვანე პასპორტით ისარგებლებენ 2 დოზა ვაქცინით აცრილები, გატესტილი და კოვიდ გადატანილი პირები.

შეგახსენებთ, გუშინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, უვადო მწვანე სტატუსზე საუბარი წარმოუდგენელია. მისი თქმით, კორონავირუსი არ არის წითელა, რომელსაც გადაიტან და მისგან მთელი ცხოვრება თავისუფალი იქნები.

"ბატონი ამირან გამყრელიძის მოსაზრება და რეკომენდაცია [მწვანე პასპორტებზე] იყო 6-თვიანი ვადა, ეს არის ის უნივერსალური ვადა, რაც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს პერიოდს — ერთი წელი. საერთოდ წარმოუდგენელია, ილაპარაკო უვადოზე, ეს, მე მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზია, გაუგებრობაა, აუცილებლად ეს შესწორდება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ეს [კორონავირუსი] არ არის წითელა. წითელა არის დაავადება, გადაიტანე, მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ — კორონავირუსი შორს არის წითელასგან", — აღნიშნა მან.


FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 7 - 14 °C
img
თელავი 0 - 8 °C
img
მესტია -4 - 6 °C
img
ზუგდიდი 2 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021