პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს იწყებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს იწყებს.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პროცესი გამჭვირვალე იქნება და კანდიდატებთან გასაუბრებისთვის დრო დაეთმობა როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას.

ამასთანავე, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

„მოვუსმენთ ორ კანდიდატს: ბატონ გენადი მაკარიძესა და ქალბატონ თამარ ოქროპირიძეს. ამ პროცესში როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აქვს გამოყოფილი დრო. ეს არის მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი“, - აღნიშნავს ოხანაშვილი.

იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი: გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
სოხუმი 7 - 14 °C
img
ფოთი 7 - 14 °C
img
თელავი 0 - 8 °C
img
მესტია -4 - 6 °C
img
ზუგდიდი 2 - 13 °C
img
ბორჯომი -1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021