"2022 წელს მინიმუმ 50 000 სოცდაუცველს დავასაქმებთ“ - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული 200 000-მდე შრომისუნარიანი სოციალურად

დაუცველის დასაქმების პროგრამა საკანონმდებლო დონეზე გაიწერება და დეტალების შესახებ 2022 წელს იქნება ცნობილი.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ პროგრამაში სრულად ჩართავენ შრომისუნარიან მოსახლეობას. მისი თქმით, სამთავრობო გუნდს ამ პროგრამაში სწრაფი შედეგების ჩვენება სჭირდება, ამიტომ მისი შესრულების მინიმუმი 2022 წელს 50 000 სოციალურად დაუცველის დასაქმება, ხოლო მაქსიმუმი - 200 000 მოქალაქის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვაა.

„მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა გვაქვს და ვიზიარებ პრემიერის ხედვას. ამ მიმართულებით გვჭირდება, რომ საზოგადოებას ძალიან სწრაფი შედეგები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, 2022 წელს მინიმუმ 50 000 ადამიანს დავასაქმებთ, თუმცა ამბიციური გეგმა მეტს გულისხმობს და იმედი მაქვს, შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაოში ჩართვას სრულად მოვახერხებთ. ყველაზე მცირე შემოსავალიც კი სოცდახმარებების კომპენსაციაა. ყველაზე მცირე გაუმჯობესებაც უკეთესია, მაგრამ ჩვენი გეგმა მოიაზრებს იმას, რომ ადამიანები როგორც კი დაიწყებენ შრომით პროცესში მონაწილებას გაუჩნდებათ კიდევ უფრო მეტი სურვილი და მონდომება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი კვალიფიციური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 6 - 17 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 16 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -2 - 7 °C
img
ზუგდიდი 5 - 15 °C
img
ბორჯომი 1 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021