გრემის 2022 წლის ნომინანტების სია ცნობილია


გრემის 2022 წლის დაჯილდოების ნომინანტების ვინაობა ცნობილია.



ყველაზე მეტი ნომინაცია მუსიკოს ჯონ ბატისტს ერგო. ნომინანტებს შორის ასევე არიან ჯასტინ ბიბერი, დოჯა ქეთი, ბილი აილიში, ოლივია როდრიგო, ვიქენდი, კანიე ვესტი და სხვა არტისტები.

მუსიკოსმა ჯონ ბატისტმა ყველა გააკვირვა, როდესაც გრემის 64-ე დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღო. ბატისტმა შარშან ოსკარის ჯილდოც დაიმსახურა ანიმაციური ფილმის „სოულის“ მუსიკალური გაფორმებისთვის.

ნომინანტებს შორის ცნობილი მომღერალი ჯასტინ ბიბერიც მოხვდა. ბიბერი ნომინირებულია მისი ახალი სიმღერისთვის Peaches, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტიკტოკის მობილურ აპლიკაციაზე.

არანაკლებ პოპულარული იყო ახალგაზრდებს შორის მუსიკოსი დოჯა ქეთის სიმღერა Kiss Me More, რომელიც ასევე ნომინირებულია გრემის წლის სიმღერის კატეგორიაში.

საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში იბრძოლებს მუსიკოს ოლივია როდრიგოს სიმღერა driver’s license-იც. ოლივია როდრიგოს მაყურებელი დისნეის არხიდან იცნობს. წელს შედგა მისი მუსიკალური დებიუტიც, რის შემდეგაც მან საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაც მიიღო.

საუკეთესო კომპოზიციის კატეგორიაში დასახელდა ლეგენდარული შვედური ჯგუფი „აბაც“. 40 წლიანი პაუზის შემდეგ ბენდმა ახალი ალბომი Voyage გამოუშვა.

საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში იბრძოლებს ჯგუფი სილქ სონიკი, მათი კომპოზიციით Leave The Door Open. ბენდში ცნობილი მუსიკოსები ბრუნო მარსი და ანდერსონ პააკი მღერიან.

გრემის რიგით 64-ე ცერემონია 2022 წლის 31 იანვარს გაიმართება.

 

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021