კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი ფოტომოყვარულებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ძალადობა ბოროტებაა“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 6 დეკემბრამდე ფონდ „სოხუმის“ ელ.ფოსტის მისამართზე sukhumif@gmail.com უნდა გადააგზავნონ სმარტფონით გადაღებული, დაუმუშავებელი (არ იგულისმება ფერების კორექცია), ორიგინალი ციფრული ფაილები, ფოტოს მოკლე აღწერილობა (ტექსტით) და პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სწავლის/სამუშაო ადგილი).

ფოტოკონკურსი ფოტოგამოფენით დაიხურება, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და საჩუქრები პარტნიორი ორგანიზაციების სახელით.

ფოტოკონკურსი დაგეგმილია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციიის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში „მშვიდობა შინ – მშვიდობა გარეთ“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *