ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

Ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა, ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, ბიუჯეტი ამის საშუალებას აძლევდათ. 


,,საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ეს არის მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა საჯარო სექტორი კონკურენტუნარიანი იყოს,’’-აცხადებს მამუკა წოწერია.

,,დღეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ბიუჯეტის მიღებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს ის 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწროპოლიტიკური ინტერესი აქვს და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაჩერება სურს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩანიშნა. მანამდე კი მოქმედი საკრებულოები არიან უფლებამოსილნი“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ.

2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა დღეს ბათუმის საკრებულომაც. ბათუმშიც, ზუგდიდის მსგავსად საკრებულოს სხდომა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021