ქუთაისის საკალათბურთო სკოლაში მოსწავლეებს არ უშვებენ-მიზეზი ავარიული შენობაა

ქუთაისის სულიკო თორთლაძის სახელობის საკალათბურთო სპორტსკოლაში ვარჯიშისთვის არასათანადო პირობებია.

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა მიხეილ მუმლაძემ 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვისას საკრებულოს წევრებსა და მერს უთხრა, დარბაზში არ არის გათბობა და მათ კითხვით მიმართა, იქნება თუ არა გათვალისწინებული 2022 წლის ბიუჯეტში ამ საკითხის მოწესრიგება?  იოსებ ხახალეიშვილმა კი უპასუხა, რომ სპორტულ სკოლაში ბავშვები არ დადიან.  მიხეილ მუმლაძე კი ამბობს, რომ ქუთაისის მერი ცრუობს და სპორტსკოლა სწორედ აღნიშნული საკითხის წამოჭრის შემდეგ დაკეტეს.

 


,,მერმა იცრუა, როცა თქვა, რომ საკალათბურთო სპორტსკოლაში ვარჯიშის პროცესი არ მიმდინარეობს. სპორტსკოლასთან ახლოს ვცხოვრობ და ვხედავდი, რომ მანდ ბავშვები ხშირად დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. 25 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მერს სპორტსკოლის თაობაზე ვკითხე და მიპასუხა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში აღსაზრდელები არ დადიან, შენობა დაკეტეს და მოსწავლეებს შიგნით აღარ უშვებენ. Ჩნდება კითხვა: თუ შენობა ავარიული იყო, აქამდე რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები და რატომ არ დახურეს დროულად?,’’-ამბობს მიხეილ მუმლაძე.


ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ შენობაში ვარჯიშის პროცესი დასკვნის მიღების შემდეგ შეწყდა, თუმცა არ აკონკრეტებენ როდის იქნა დასკვნა მიღებული. მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი შეხვდა გუნდების მწვრთნელებს და მშობლებს, მიაწოდა მათ შესაბამისი ინფორმაცია და შესთავაზა ალტერნატიული ფართები ვარჯიშისთვის.  ამასთანავე ტურნირში მონაწილე გუნდები ვარჯიშს შეძლებენ ქუთაისის სპორტის სასახლეში.


FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021