,,ევროპის თეატრალური კონვენციის მიერ წარმოებული, სპექტაკლების გაცვლითი პროგრამის ახალი მონაწილენი – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სლოვენიური ნაციონალური თეატრი ნოვა გორიც.

სპექტაკლი „ორთა ბოდვა“ („კუ+კოკინა“) დადგეს რეჟისორებმა- კონსტანტინე აბაშიძემ და ლევან სვანაძემ.ს პექტაკლი, რომელიც ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით შეიქმნა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემებს ეხება. პიესაში აღწერილია წყვილის ჩაკეტილი ცხოვრება, მიკროსამყარო, სამოქალაქო ომის ფონზე. რეჟისორებმა პრობლემა განაზოგადეს და ისტორიული რაკურსის გარეშე, ადამიანის – ამ შემთხვევაში წყვილის ევოლუცია და უკუევოლუცია წარმოგვიდგენეს უძველესი ხანიდან მოყოლებული დღემდე და პირიქით. როდესაც მძიმე სოციალური თუ ეგზისტენციალური კრიზისები იჩენს თავს, ირღვევა დრო, სივრცე, გამოცდილებით შეძენილი ცოდნა და უნარები და ადამიანი ველური ინსტინქტებით იწყებს მათთან გამკლავებას.

სლოვენიურ ნაციონალურ თეატრ ნოვა გორიცაში სპექტაკლი წარმოდგენილი იქნა 2021 წლის 23 ნოემბერს. სანაცვლოდ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 2022 წლის მაისში უმასპინძლებს Slovensko Narodno Gledalisce Nova Gorica-ს სპექტაკლს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *