რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლისაა

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.


"ძველი ქალაქის" დაბადების დღეს ვულოცავთ ქუთაისს, დამფუძნებლებს, რადიოს ძველ თუ ახალ თანამშრომლებს, ჩვენს მსმენელებს, ყველას, ვისაც 26 წლიანი არსებობის მანძილზე ჩვენთან ურთიერთობა ჰქონია.

რადიო "ძველი ქალაქის" დამფუძნებლები: ირაკლი მაჩიტიძე და ქეთევან ბერძენიშვილი არიან. "ძველ ქალაქში" 26 წლიანი ისტორიის მანძილზე შეიქმნა 100-ზე მეტი რადიოპროექტი.

"რეგიონში არსებული მედიისთვის 26 წლიანი მუდმივი მაუწყებლობა, სხვადასხვა გამოწვევების, მათ შორის სირთულეების დაძლევა არ ყოფილა მარტივი. ამ ხნის მანძილზე რამდენი თანამშრომელი, მრავალფეროვანი პროექტი და გადაცემა, მეგობარი და პარტნიორი შევიძინეთ. ჩემთვის, არცერთი არ არის ყოფილი, ყველა ახლანდელი და მუდმივია! მანძილზე." - წერს ქეთევან ბერძენიშვილი, "ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი.


რადიო "ძველი ქალაქის" ძირითადი საქმიანობა რადიომაუწყებლობაა. რადიომაუწყებლობის სიხშირე – FM 107.9. "ძველი ქალაქის" მაუწყებლობა ქუთაისს, იმერეთის ძირითად ნაწილს, გურიის და სამეგრელოს ნაწილს ფარავს.

რადიო „ძველი ქალაქი“ 2001 წლიდან მაუწყებლობს ინტერნეტ პლათფორმაზე www.radiodk.ge

მაუწყებლობის თემატიკა – მუსიკალური, გასართობი, საინფორმაციო და შემეცნებითი პროგრამებია.

"ძველი ქალაქი" არის გერმანული “დიოჩე ველეს” და რადიო “თავისუფლების” პარტნიორი.

რადიო "ძველ ქალაქს" 2013, 2015 წლებში მიღებული აქვს ოქროს მედალი “საქმის ამაგდარი”. არის არაერთი საერთშორისო თუ ადგილობრივი კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორი.

Მსმენელს რადიო "ძველ ქალაქთან" ერთად არაერთი საინტერესო პროექტი ელის.



 

FaceBook Twitter Google
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021